– რეფორმა, რეფორმა და რეფორმა! ახლა მთავარია კანდიდატის სტატუსის მიღება ყველამ ერთად მივიყვანოთ საბოლოო შედეგამდე

პარტია „ ხალხისთვის“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას მთელ საქართველოს ულოცავს.
პარტიის ლიდერი ანა დოლიძე აცხადებს, რომ ეს პირველ რიგში არის უკრაინისა და მისი მებრძოლების დამსახურება, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის გამარჯვება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს მოქალაქეების სურვილს დაინახავდნენ და გაითვალისწინებდნენ. ეს ნამდვილად მისალოცი ამბავია თითოეული მოქალაქისთვის, რადგან კანდიდატის სტატუსის მონიჭება სწორედ მათი დამსახურებაა. მთელმა დასავლეთმა არაერთხელ დაინახა ქართველი ხალხის ნება – ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, ეს ჩვენმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქციებით აჩვენეს და ასევე ურყევად გამოხატეს ნება არაერთ საერთაშორისო კვლევაში.
ზეიმის პარალელურად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს პროცესი „ქართული ოცნების“ უმოქმედობის შედეგად ერთი წლით დაგვიანდა, ანუ ჩამოვრჩებით უკრაინას და მოლდოვას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ რეფორმების კუთხით მათზე წინ ვიყავით.
ახლა მთავარია გატარდეს ყველა შესაბამისი რეფორმა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. სხვა შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება როგორც მანქანის გასაღების მოცემა მანქანის გარეშე. ეს მანქანაა სწორედ ის რეფორმები, რისი გატარებაც პროცესის საბოლოო გამარჯვებით დასრულებისთვის გვჭირდება“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას