რეჟიმის ცვლილების შემდეგ, გელათის საკითხთან დაკავშირებით წულუკიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს – გელათის უნიკალური, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფრესკები არის საფრთხის ქვეშ, – ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, გელათში ჩადენილია სიბოროტე.
„სადაც წულუკიანი აღმოჩნდება პირველი კითხვა უნდა დაისვას გელათის საკითხთან დაკავშირებით. რეჟიმის ცვლილების შემდეგ, გელათის საკითხთან დაკავშირებით წულუკიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. გელათის უნიკალური, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფრესკები არის საფრთხის ქვეშ, სამუშაოები გაჩერებულია. გელათში ჩადენილია სიბოროტე, ეს არის გულგრილობა და ეს ყველაფერი მისი მინისტრობის დროს მოხდა. სანამ სხვა რაღაცებზე დაიწყებს ლაპარაკს, ჯერ ამაზე გაგვცეს პასუხი. აუცილებლად გასცემს პასუხს, თუ ხალხის ნება იქნება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
აღნიშნულს კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
