– პროპაგანდას უჭირს, „ფეიკს“ „ფეიკზე“ აცხობენ

როგორც ჩანს, რეჟიმის პროპაგანდის მანქანას ძალიან გაუჭირდა აუხსნას ვინმეს რატომ ღუპავს ქვეყანას – წარმოგიდგენიათ როგორ უჭირს პროპაგანდას? – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „პროპაგანდა „ფეიკს“ „ფეიკზე“ აცხობს“.
„როგორც ჩანს, რეჟიმის პროპაგანდის მანქანას ძალიან გაუჭირდა აუხსნას ვინმეს რატომ ღუპავს ქვეყანას. ჯერ იყო „კანალ რასია“ და „ქოცები“ აზიარებდნენ ერთი ქერა ქალის ციტატას, რომელიც არც თანამდებობის პირია, ვირჯინიის სენატორის წააგო, ჰყავს 3 ათასი გამომწერი, “გუგლშიც” არც კი იძებნება. ანუ აიღეს ვიღაც ქერა ქალის ფოტო და ადმინისტრაციის პოზიციად ასაღებდნენ. წარმოგიდგენიათ, როგორ უჭირს პროპაგანდას? ახლა გამოაცხვეს ელჩის განცხადება, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არ გაუკეთებია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?