ანა დოლიძე – პარტნიორებთან შეხვედრაზე მოვითხოვ, ნათია თურნავაც დასანქცირდეს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას დასანქცირებას მოითხოვს.
მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორებმა თურნავა უნდა დაასანქციროს იმის გამო, რომ მან სანქცირებულთათვის ცალკე წესი შემოიღო.
„მე მოვითხოვ ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრაზე, რომ დასანქცირდეს ნათია თურნავა, რომელმაც სანქცირებულთათვის ცალკე წესი შემოიღო. სანქციებთან დაკავშირებით, ის არის კრიმინალური პოლიტიკის ავტორი. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემით მან რუსული დავალება შეასრულა“, – აცხადებს ანა დოლიძე.