– პანიკაში არიან, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გააერთიანეს – ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა, მოხდეს იგივე, რაც თეთრიწყაროში მოხდა

პანიკაში არიან, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გააერთიანეს – თბილისშიც და ქუთაისშიც – ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს იგივე, რაც თეთრიწყაროში მოხდა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
მისივე თქმით, პანიკაში მყოფმა „კლანმა“ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
„დღეს, „კლანმა“ – სააპელაციო სასამართლომ, შიშით და პანიკით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. მოსამართლეებისთვის საქმეების ჩამორთმევა არ შეიძლება. მოსამართლეებს აქვთ გარანტიები, ამას ჰქვია მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი. ესენი არიან პანიკაში, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გაერთიანეს – თბილისშიც და ქუთაისშიც. ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს ის, რაც თეთრიწყაროში მოხდა. მისცენ კონკრეტულ კონტროლირებად პალატას, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება. წინააღმდეგობა აუცილებელია!
სიტყვა უკვე ნათქვამია, ერთმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება თქვა. გადაწყვეტილება, რომელიც ბიულეტენის ხარისხს ეხება. თავიდან არის ჩასატარებელი!“, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი