ანა დოლიძე – „ოცნების“ სასამართლო მალავს მტკიცებულებებს, მაგრამ საერთაშორისო გამოძიება მაინც ამოიღებს ყველაფერს

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ სარჩელი, რომლითაც კოალიცია, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, აპარატში მოთავსებული სიების გამოქვეყნებას ითხოვდა. სხდომას კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ც ესწრებოდა.
მისი თქმით, „ოცნების“ სასამართლო მალავს მტკიცებულებებს, მაგრამ საერთაშორისო გამოძიება მაინც ამოიღებს ყველაფერს.
,,ჩვენ ვიმყოფებოდით თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გავასაჩივრეთ და ვითხოვდით, რომ გამოქვეყნებულიყო ის სიები, რომელიც იყო აპარატებში. ეს ინფორმაცია ჩვენ დაგვეხმარებოდა გაგვეგო, იყო თუ არა ამომრჩეველი მისული უბანზე და ვინმემ ხომ არ მისცა ხმა მის ნაცვლად. ვერიფიკაციის აპარატი იმიტომ იდგა იქ, რომ როცა საჭიროა და როდესაც გვჭირდება შევძლოთ დავადასტუროთ ფიზიკურად, ვინ მივიდა არჩევნებზე. ყველა სასამართლოში, სადაც ეს მოვითხოვეთ ჩვენ გვითხრეს უარი, სხვადასხვა ფორმალური მიზეზით. მათ არ უნდათ გამოაჩინონ მთავარი მტკიცებულება, რითაც გამოჩნდება რომ მათ მოპარული აქვთ“.- აცხადებს ანა დოლიძე.
აღნიშნულ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.