ანა დოლიძე – ,,ოცნებამ” ტროლები შემომიყარა ვიდეოზე, მერაბ კოსტავას საფლავზე როგორ ახვედიო, მათგან არავინ ავიდა – ქადაგიშვილი და ვოლსკი სად მივა, მაგათი დამხობილია ეროვნული ხელისუფლება

ოჯახის დღეო და ანადგურებენ ოჯახებს, 26 მაისიო და ყვავილი არ მიიტანეს მერაბ კოსტავას საფლავთან , – ამის შესახებ პარტია ,,ხალხისთვის” თავმჯდომარემ, მ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” დაწერა.
“ჩემო საყვარელო ხალხო, 145 000 ნახვა აქვს მერაბ კოსტავას საფლავზე ჩემს მისვლას ერთ დღეში. ვიცი, რომ გიყვართ, გახსოვთ და გტკივათ. მეწყინა რომ რიგები არ დამხვდა იქ, რიგები ბავშვების, ხალხის. არა უშავს, ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ ჩვენი დიდი გმირების ხსოვნის დასაცავად. ,,ოცნებამ” ტროლები შემომიყარა, გაგიჟდნენ, რადგანაც არ მივიდა მათგან არავინ, ცარიელი სიტყვებია მაგათი საუბარი, მილოცვები და იმიტომ. ოჯახის დღეო და ანადგურებენ ოჯახებს, 26 მაისიო და ყვავილი არ მიიტანეს მერაბის საფლავთან. ხუნტის სულის გამგრძელებლები არიან: ვოლსკი და ქადაგიშვილი სად მივა, მაგათი დამხობილია ეროვნული ხელისუფლება. რას ვიზამთ, ჩვენ ვაცოცხლოთ რაც არის სიმართლე და გავიმარჯვოთ მისით”, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

ელენე ხოშტარია – ყველა პოლიტიკური პატიმარი არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი – ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით დავამარცხებთ სისტემას

გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე – სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება პროტესტი და ეროვნული ინტერესების ღალატი, კონსტიტუციის დარღვევა, უარის თქმა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე