ანა დოლიძე – ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს

ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ფონდი „მაქს ვან დერ შტოელი“ აქვეყნებს წერილს, რომლითაც ნიდერლანდების პარლამენტის წევრებს მიმართავს, რათა ნიდერლანდებში ირაკლი რუხაძის ბიზნესის საქმიანობის შესახებ მოკვლევა დაიწყოს.
„ნიდერლანდების სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მიმართავს და ირაკლი რუხაძის მიმართ სანქციების გამოყენებას ითხოვს. ფონდი „მაქს ვან დერ შტოელი“ აქვეყნებს წერილს, რომლის მიხედვითაც მიმართავს ნიდერლანდების პარლამენტის წევრებს, რათა დაიწყოს მოკვლევა ნიდერლანდებში ირაკლი რუხაძის ბიზნესის საქმიანობის შესახებ. ის განმარტავს, რომ საქართველოში პროტესტი და ბრძოლა თავისუფლებისთვის დიდი ხანია მიმდინარეობს. ამ პირობებში ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება პროპაგანდას და ემსახურება ძალადობას რეგისტრირებულია ნიდერლანდებში. ეს იძლევა ერთი მხრივ, ეფექტურ საშუალებას ნიდერლანდების პარლამენტისთვის, რომ გამოიყენოს სხვადასხვა ზომები ნიდერლანდებში რეგისტრირებული ირაკლი რუხაძის ბიზნესების წინააღმდეგ“, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შატბერაშვილი: ქვეყანა საიდანაც ათაითასობით ადამიანი გარბის ყოველ წელს, შიდა და თუ გარე ასპარეზზე სილას აწნის მსოფლიოს თითქმის ყველა უძლიერეს სახელმწიფოს, ყველა მეგობარს, გარდა მისი ნამდვილი მტრის – რუსეთისა

ჩინეთის ელჩი – უთანასწორო სიტუაცია, როცა რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს – ყველა ქვეყანას აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში