ანა დოლიძე: ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ს დასანქცირებას:
“მეგობრებო, მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი. ამ კვირას ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ ნიდერლანდები იმუშავებს ბელგიასთან და ლუქსემბურგთან ამავე მიმართულებით. ეს არის მმართველი კოალიციის პარლამენტის წევრის, ტომ ვან კამპენის ინიცირებული რეზოლუცია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შევხვდი. სხვა კარგ ამბავთან ერთად, ესეც ძალიან კარგი ამბავია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”  – წერს დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარტა კოსი: საქართველოს მთავრობა არ უსმენს თავის ხალხს, არ სურს ევროპული გზით სიარული. ვგმობთ ცრუ დეზინფორმაციულ ნარატივებს და ყველა თავდასხმას ევროპულ ინსტიტუტებზე, მათ წარმომადგენლებსა და EU-ის წევრ სახელმწიფოებზე