ნიდერლანდების მმართველი კოალიციიდან, პარლამენტის წევრს ტომ ვან კამპენს შეხვდა

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ნიდერლანდების მმართველი კოალიციიდან, პარლამენტის წევრს ტომ ვან კამპენს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, ნიდერლანდების პარლამენტის წევრი ტომ ვან კამპენი იმ რეზოლუციის ავტორია, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი.
“შეხვედრისას მე მას დავუდასტურე განუხრელი სურვილი, რომ დემოკრატიული მმართველობის პირობებში გაღრმავდეს ურთიერთობები ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის, რაც მოიცავს უფრო მეტ ინვესტიციის მოზიდვას ნიდერლანდებისგან და ასევე შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე საქართველოში პროევროპული მოძრაობის გაძლიერებისათვის”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა