მთავრობის ადმინისტრაციასთან ჭიათურელ მოშიმშილეებს შეხვდა

კოალიცია “ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს” ერთი-ერთი ლიდერი, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჭიათურელ მოშიმშილეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
“დღეს მე აქ მოვედი იმისთვის, რომ, პირველ რიგში, მოვიკითხო მათი მდგომარეობა და სოლიდარობა გამოვუცხადო მათ. ადამიანები მთელი ცხოვრება მუშაობენ პატიოსნად, ოჯახს არჩენენ, განსაკუთრებული დასაბუთება სჭირდება თუ რატომ გაუშვეს აქ მყოფი ადამიანების თანამებრძოლები ციხეში. რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ისინი, ამ ყველაფერს სჭირდება მტკიცებულება. თან, აქ დაკავებულებს ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, მათ რჩენას ვინ უზრუნველყოფს?! დღე არ გავა, რომ კრიმინალი არ მოხდეს. აი, სად არის პოლიცია საჭირო და სად არის გამოსაყენებელი პატიმრობა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა