ანა დოლიძე – მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ ორბელიანების სასახლეში და გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება

ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება , – ამის შესახებ „ძლიერის აქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ანა დოლიძის განცხადებით, ასევე განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი, ლეგიტიმური .
„ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი. ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები ვთათბირობთ საქართველოს პრეზიდენტთან. განხილვაშია ის დოკუმენტი, რომელიც იქნება წარდგენილი და ეხება არჩევნებს, საარჩევნო ადმინისტრირებას და პირობებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ახალი, ლეგიტიმური არჩევნები. ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ახალი არჩევნებია პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად.
მინდა გითხრათ, რომ მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, ეს არის მხარდაჭერის ფორმა სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელსაც ჰქვია ლეგიტიმური, სამართლიანი და არაძალადობრივი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.