მევახშეებისგან დაზარალებულებს შეხვდა

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად მევახშეებისგან დაზარალებულებს შეხვდა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, „უსამართლო ხელშეკრულებებია და სესხების პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აყენებს რთულ მდგომარეობაში და სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.
„უსამართლო ხელშეკრულებების, სესხების პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აყენებს რთულ მდგომარეობაში მტაცებლების წინაშე. უამრავი ადამიანი არ იცნობს კანონმდებლობას და კანონმდებლობა შესაბამისად არ იცავს ჩვეულებრივ მოქალაქეებს. ბევრი ადამიანი დაზარალდა და კვლავაც ზარალდება სესხების ხელშეკრულებებისგან. ეს არის ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა და ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ არ შეიქმნას მეტი უსახლკარო ოჯახი, მეტი ადამიანი არ დარჩეს გარეთ, ბავშვები არ გაიზარდონ ქუჩაში, ამისთვის კი სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას პრობლემის აღმოფხვრის მიზნით და მხარს დავუჭერთ მევახშეებისგან დაზარალებულებს“, – აცხადებს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს