ანა დოლიძე – კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ქსელს ვქმნით

ჩემი ინიციატივაა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის შევქმნათ ქსელი, რომლის ამოცანა იქნება ყოველ ჯერზე არ გამოვიგონოთ ველოსიპედი, არამედ უკვე არსებული გამოცდილებით, უფრო სწრაფად გადავლახოთ ყველანაირი წინაღობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
ანა დოლიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ბევრი საერთო აქვს.
“ვაგრძელებ შეხვედრებს ჩემს ბალკანელ კოლეგებთან, ერთად ვქმნით ქსელს კანდიდატ ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის და ურთიერთმხარდაჭერისთვის ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ კანდიდატ ქვეყნებს ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო და ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენნაირ მდგომარეობაში ათ წელზე დიდი ხანია არიან ბალკანეთის ქვეყნები. მაგ: სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო. ისინი გადიან ჩვენსავით ძალიან რთულ გზას იმისთვის, რომ მიაღწიონ ევროკავშირის გაწევრიანებას. ამ გზაზე მათ უწევთ ჩვენნაირად, სწორედ ჰიბრიდულ საინფორმაციო ომში ყოფნა, თავისუფლების და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ბრძოლა, ორგანიზება და ამავე დრო პროტესტებზე ფიქრი. ჩემი ინიციატივაა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის შევქმნათ ქსელი, რომლის ამოცანა იქნება ყოველ ჯერზე არ გამოვიგონოთ ველოსიპედი, არამედ უკვე არსებული გამოცდილებით, უფრო სწრაფად გადავლახოთ ყველანაირი წინაღობა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღეს მე ამ ქსელის ფარგლებში ვესაუბრე კრისტინა ატოვსკა, ჟურნალისტს, ჩრდილოეთ მაკედონიიდან” , – განაცხადა ანა დოლიძემ.