ანა დოლიძე – კამპანია ,,იცურე მშვიდად“ ფარგლებში შემუშავებული ჩვენი რეკომენდაციები კვლავ არ არის მიღებული

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ქობულეთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
დოლიძის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობები პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან, რაც ძალიან მძიმე შედეგების მომტანია.
„საათი არ გავა საშინელება არ დატრიალდეს. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! სახელმწიფო არ გვაქვს. 2018 წელს, ალეკო ცქიტიშვილთან და რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად, დავიწყეთ კამპანია ,,იცურე მშვიდად”, რომლის მიზანი წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის შემცირება იყო. მოვიკვლიეთ ეს საკითხი, შევიმუშავეთ რეკომენდაციები თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ზაფხულის დადგომასთან ერთად. რეკომენდაციები შეუსრულებელია, ადგილობრივი თვითმმართველობები პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან და ვიღებთ ამ შედეგს. ძალიან მძიმეა ეს ამბავი“, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ