– თუ გვინდა, რომ ძალა ჰქონდეს ხალხს, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმები მიმდინარე საკითხებზე, როგორც ეს ხდება შვეიცარიაში

თუ გვინდა, რომ ძალა ჰქონდეს ხალხს, უნდა შემოვიღოთ რეფერენდუმები მიმდინარე საკითხებზე, როგორც ეს ხდება შვეიცარიაში, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ სოციალურ ქსელში დაწერა.
ანა დოლიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე ხალხს ქართული პოლიტიკის განახლების გზამკვლევს სთავაზობს.
“თუ გვინდა, რომ ძალა ჰქონდეს ხალხს, უნდა შემოვიღოთ რეფერენდუმები მიმდინარე საკითხებზე, როგორც ეს ხდება შვეიცარიაში. შვეიცარიაში ხიდი აშენდეს თუ არა ამას წყვეტს ხალხი. ჩვენთან როგორ არის ?! 4 წლის მთავრობა გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერაფერს ვუშვრებით. ეს არის მოძველებული მეთოდი, მით უმეტეს დღეს, როდესაც იცვლება დროება, რომ ეს ყველაფერი მოძველებულია. თუ გვინდა, რომ ძალა ჰქონდეს ხალხს, უნდა შემოვიღოთ რეფერენდუმები მიმდინარე საკითხებზე, როგორც ეს ხდება შვეიცარიაში. ისე არ უნდა მოხდეს, როგორც დღეს არის, შეიცვალოს კურსი და დარჩეს ხელისუფლებაში. ამით ძალაუფლება რჩება ხალხს და არ მიდის სადღაც“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
„ფეისბუქში“ ანა დოლიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ტერორისტული აქტია – დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ის თემაში

მიხეილ ყაველაშვილი – სამწუხაროა, რომ ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული