ანა დოლიძე – თსუ საბჭოთა ციხედაა გადაქცეული

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თსუ-ში სტუდენტებთან არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
დოლიძის განცხადებით, ის უნივერსიტეტთან სტუდენტების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მივიდა. მისი თქმით, „თსუ საბჭოთა ციხედაა გადაქცეული“.
„უპირველესად, სოლიდარობა აქ მყოფ სტუდენტებს! რა თქმა უნდს, ჩვენ აქ სოლიდარობის გამოსახატავად მოვედით. ამის საშუალება გვაქვს ამ წუთას, მაგრამ მართლა ისეთი რეჟიმია თსუ-ში, როგორიც ციხეში. ციხეშიც გვაქვს ნანახი, ნამუშევარი მაქვს იქ. არ შეიძლება, განათლების აკვანში იყოს ისეთივე რეჟიმი შესვლაზე, როგორი რეჟიმიც ციხეშია. ეს არის ის, რის წინააღმდეგაც ეს ახალგაზრდები იბრძვიან; რის წინააღმდეგაც ქვეყანაა, რომ მიმდინარეობს გასაბჭოება. ეს არის გასაბჭოების სიმპტომი. შეხვედრა მინდოდა და მხარდაჭერის გამოხატვა, ყავა მოვუტანე ახალგაზრდებს. ვერ გავიგე როდის აქეთ არის ასეთი კონტროლი, რომ ამ ციხესიმაგრეში ჩიტი არ შეფრინდეს. ეს არის სამარცხვინო“, – განაცხადანა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს