ანა დოლიძე – თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ”

თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” , – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ- ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციას შეუერთდა.
დოლიძის თქმით, “საქართველოს დეოკუპაციის მოძრაობა გრძელდება და არსად წასვლას არ აპირებს”.
„ეს ბრძოლა არის ორას-წლიანი და ერთი ორი ჩანჩურას გამო, ეს ბრძოლა ვერ და არ გაჩერდება. მე დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასეთი „მიჩმორებული“ არასოდეს ყოფილა. საბჭოთა კავშირის დროსაც აქ იყო დუღილი, გადაჭედილი იყო აუდიტორიები, საუბარი იყო იდენტობაზე, კულტურაზე. ეს იყო ცენტრი ასეთი საქმიანობის და ეროვნული მოძრაობის. ახლა გადაქცეულია “კაპეზედ”. ეს მუხტი, რომელიც აქ არის, არსად არ გაქრება. ჩანჩურების ხროვა კი დიდი ხანი ვერ გაუძლებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.