ანა დოლიძე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ანა დოლიძის განცხადებით, მისი პარტია ხალხისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
“მთავარი საკითხი, რომელზეც თქვენ გაქვთ ინტერესი, ეს არის მიიღებს თუ არა პარტია ხალხისთვის და მე, , მომავალ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობას, რასაც ქართული ოცნება ეძახის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს… პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაუმართლებელია”, – თქვა დოლიძემ ბრიფინგზე.
გარდა ამისა, მისი თქმით, ბოიკოტს არ უერთდებიან.