ანა დოლიძე – თავისუფალი სასამართლო რომ გვქონოდა, ბევრი რამ დღევანდელობიდან არ მოხდებოდა

თავისუფალი სასამართლო რომ გვქონოდა, ბევრი რამ დღევანდელობიდან არ მოხდებოდა , – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ანა დოლიძის განცხადებით, უდიდესი საქმე, რომელიც მომავალ საქართველოს აქვს სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაა.
”აღფრთოვანებული ვარ რეჟიმის ტყვეების სიმამაცით და სიმშვიდით. ისინი დღეს თავისი ქცევით მაგალითს გვაძლევენ. გასაგებია, რომ სასამართლო „კლანის“ მეშვეობით რეჟიმს ჰყავს არა პატიმრები, არამედ ტყვეები, რომელიც მას პოლიტიკაში გამოსაყენებლად სჭირდება. არაფერი თავისუფალი სასამართლოსი დღევანდელ პროცესს არ სცხია. უდიდესი საქმე, რომელიც მომავალ საქართველოს აქვს, სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაა“, – განაცხადა ანა დოლიძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია