– ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც შეუძლია სასწრაფოდ ამოიღოს მტკიცებულებები

ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც შეუძლია სასწრაფოდ ამოიღოს მტკიცებულებები, – ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს ყველა მტკიცებულებების ამოღება და შესწავლა.
“საერთაშორისო გამოძიება შესაძლებელია. ამის ბევრი საშუალება არსებობს და ჩვენ, ,,ძლიერი საქართველო” ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება. სწორედ მას შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს ყველა მტკიცებულებების ამოღება და შესწავლა. მათ შორის, ეს იქნება აპარატები თუ სხვა მტკიცებულება, მასვე შეუძლია დაკითხოს ყველა პირი და მოწმე, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა არჩევნების გაყალბებასთან.
საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და შესაბამისად, გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საქართველოში ეს მისია ჩამოვიდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს დროულად განხორციელდეს,“- წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა