ანა დოლიძე ევროპის სოციალისტური პარტიების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა

კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში სოციალისტური პარტიების გაერთიანების გენერალურ მდივანს, ჯაკომო ფილიბეკს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ანა დოლიძემ ჯაკომო ფილიბეკს საქართველოში არსებული ვითარება გააცნო, „უსამართლო სისტემის წინააღმდეგ“ პროტესტის შესახებ ესაუბრა და განუცხადა, რომ ხელისუფლების სათავეში ოლიგარქიული ჯგუფია, რომელიც ქვეყნის წინსვლას ხელს უშლის.
ამასთანავე, ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ახალი ს ჩანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
„ანა დოლიძემ ჯაკომო ფილიბეკს სთხოვა, რომ სოციალ-დემოკრატიულმა ქსელმა მხარი დაუჭიროს მათ, მოთხოვნებთან დაკავშირებით. მათ, ასევე მიმოიხილეს გეოპოლიტიკური ვითარება და ის მნიშვნელობა, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას და გაფართოების პერსპექტივას აქვს საქართველოსთვის. ანა დოლიძემ, ასევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაფართოების გეგმა და ევროკავშირის რეკომენდაციები ქართულ რეალობაში შეძლებისთანავე ზედმიწევნით იყოს დანერგილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები