ანა დოლიძე – დღეიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის „გიორგი მშიშარა“

დღევანდელი დღიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის „გიორგი მშიშარა“, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
ანა დოლიძის თქმით, მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს და ამოიღოს ხმა საკუთარი ხმის დასაცავად.
„დღეს არის ბრწყინვალე აქცია, მოვიდნენ გოგოები, დედები, ქალები. ვაჩვენოთ, რომ არავინ აპირებს დათმობას. დღევანდელი დღიდან კალანდარიშვილის მეტსახელი არის გიორგი “მშიშარა”. გვყავდა გიორგი ბრწყინვალე, ახლა გვყავს გიორგი “მშიშარა” იმიტომ, რომ მშვიდობიანი 50-100 ქალის საპასუხოდ, გადაკეტეს ყველაფერი, დაგვახვედრეს 500 პოლიციელი, ჩაგვიკეტეს ჭიშკარი და შიგნით არ გვიშვებდნენ. ადმინისტრაციულ შენობაში სამუშაო საათებში შესვლა არის საჯარო. “გიორგი მშიშარავ”, ხელისუფლება ვართ ჩვენ, პროევროპული მოძრაობა, პარლამენტი ვართ ჩვენ. არავინ ვაპირებთ, რომ ეს არჩევანი გავატანოთ. მთელი საქართველო ფეხზე უნდა დადგეს და ამოიღოს ხმა საკუთარი ხმის დასაცავად”, – განაცხადა დოლიძემ.
ცნობისთვის, სთან საპროტესტო აქცია, ლოზუნგით “დავიბრუნოთ ჩვენი ხმა” მიმდინარეობს. შეკრებილი ქალები ს შედეგებს არ აღიარებენ და მოითხოვენ ცესკოს შენობაში დატოვონ განცხადება ხელახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა