პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე და პარტიის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაერთიანების ლიდერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მათ განიხილეს სამომავლო გეგმები, კერძოდ, ,,ხალხისთვის” გაწევრიანება ,,ევროპელი სოციალისტების პარტიის” რიგებში.
„ამასთანავე, მათ ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის პოლიტპატიმრებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ. პარტია ,,ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ ხაზი გაუსვა ,,ქართული ოცნების” რეპრესიულ პოლიტიკას და იმ უკანონო ქმედებებს, რაც ხდება მშვიდობიანი პროტესტის დროს. შეხვედრაში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ მომავალში თანამშრომლობის შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
