– გერმანიის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით პასუხი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მოეთხოვება

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, გერმანიის ელჩზე პიტერ ფიშერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს აკისრებს.
გერმანიის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით შესაბამის განცხადებას სოციალურ ქსელში აკეთებს.
“საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ელჩის უსაფრთხოება უნდა დაიცვას მასპინძელმა სახელმწიფომ. შესაბამისად, ელჩზე თავდასხმა მასპინძელი სახელმწიფოს, საქართველოს, სახელმწიფოს ჩავარდნაა.
გერმანიის ელჩზე თავდასხმასთან დაკავშირებით პასუხი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მოეთხოვება“, – წერს ანა დოლიძემ ,,ფეისბუქზე”.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს მოქალაქე ვალერი ქოჩიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“, – განუცხადეს „ფორმულას“ გერმანიის საელჩოში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა