პარტია ,,ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქ“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.
“გამოვდივარ ინიციატივით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე: შეიქმნას ოქროს სია. ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთოს დეკლარაცია, რომ ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც ქვეყნის კურსის ცვლილების გამო დატოვებს თანამდებობას ექნება სახელმწიფოს სამსახურში დაბრუნების პირობა. ახლა ეს ნაბიჯები ნამდვილი პატრიოტობის გამოვლინებაა და ასეთი ხალხი სახელმწიფო სამსახურში გვჭირდება.“- წერს ანა დოლიძე