– ბიჭვინთის საკითხზე მუდმივი სამართლებრივი პროტესტის დაფიქსირებაა საჭირო, მხოლოდ განცხადებები არ კმარა

პარტიის „ ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, რუსეთს ისედაც შეეძლო ბიჭვინთის ტერიტორიის სარგებლობა, თუმცა მან ტერიტორიის სამართლებრივად გაფორმება გადაწყვიტა.
„ცხადია, რუსეთს შეეძლო, უბრალოდ ესარგებლა ბიჭვინთის ტერიტორიით, რასაც ისედაც აკეთებს აფხაზეთზე. ანუ ფაქტობრივ მფლობელობაში ჰქონოდა. აქ ისმის კითხვა: რატომ გადაწყდა ტერიტორიის სამართლებრივად გაფორმება? პასუხი მარტივია – იმისთვის, რომ გრძელვადიანად განმტკიცდეს მისი საკუთრება. საერთაშორისო სამართლებრივად ამას შედეგი ვერ მოჰყვება, რადგანაც სახელმწიფო არაა და ვერანაირ ხელშეკრულებას ვერ დადებს.
თუმცა საერთაშორისო სამართალი იცნობს მექანიზმს, რითაც სახელმწიფოები აპროტესტებენ ასეთ უკანონობებს: persistent objector- ანუ მუდმივი სამართლებრივი პროტესტის დაფიქსირებაა საჭირო. მხოლოდ განცხადებები არ კმარა“, – აცხადებს ანა დოლიძე.
პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ამ განცხადებით ოკუპირებული ს დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბიჭვინთის აგარაკი 49 წლიანი იჯარით რუსეთს გადაეცა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ