ანა დოლიძე – ახალი გაერთიანებებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევა აუცილებელია

თუ აქ იქნება ახალი გაერთიანებები ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი რეალურ გადაწყვეტილების მიმღებ ძალად შეიქმნან, აუცილებელია საარჩევნო ბარიერის დაწევა – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი განმარტებით, მაღალი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს ორი ან 3 პარტია, რაც დოლიძის აზრით, დემოკრატიისთვის ცუდია.
“თუ აქ იქნება ახალი გაერთიანებები ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი რეალურ გადაწყვეტილების მიმღებ ძალად შეიქმნან, საარჩევნო ბარიერის დაწევა აუცილებელია, ეს არის ჩემი რეკომენდაცია. ვისაც უნდა პოლიტიკაში შემოსვლა, ახალ, პოტენციურ ძალებს, მათ უნდა იფიქრონ და მოითხოვონ კონსტიტუციური ცვლილება არა ამ არჩევნებზე, რადგან კონსტიტუციური ცვლილება ასე ადვილად ვერ მოხდება. რთული პროცესია, მაგრამ შემდეგი სთვის მათ უნდა მოითხოვონ საარჩევნო ბარიერის დაწევა. მაგ: როგორც ჰოლანდიაშია. ჰოლანდიაში არის 2%-იანი ბარიერი, ძალიან მრავალფეროვანი და შესაძლებელია მარტივად ახალი გაერთიანებების შექმნა. მაღალი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს ორი ან 3 პარტია, რაც დემოკრატიისთვის ცუდია”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი რობინ დანიგანის განცხადებაზე – ჩვენს ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს – გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს

შალვა პაპუაშვილი – არის მცდელობა, ქართველი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი აღარ არსებობს, არ არის არჩევნებში და რეალურად, იგივე პოლიტიკური ძალა სხვა სახელწოდებებით იყოს წარმოდგენილი