ანა დოლიძე – არჩევნებთან ერთად სამართლიანობის შეგრძნება გვაქვს წართმეული

დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა სამართლიანობის შეგრძნება დააკნინა – განაცხადა კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს ქუჩის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა.
ანა დოლიძის თქმით, არ შეიძლება ვიღაც ჩინოვნიკი წყვეტდეს, დღეს გადავკეტოთ თუ არა რუსთაველი.
‘’დღეს ვაპირებდით რომ გადაგვეკეტა რუსთაველი, პოლიცია მოვიდა და გადაწყვიტეს, რომ დღეს არ გადაგვეტანინებინა. მინდა, გითხრა, რომ ამაშია პრობლემა, ყველა კუთხეში გამოჩნდება, რომ არჩევნებთან ერთად სამართლიანობის შეგრძნება გვაქვს წართმეული. არ შეიძლება ერთი ვიღაც ჩინოვნიკი, რომელიც გვიყურებს კამერებიდან, შეიძლება, ეს იყოს გომელაური, ანზორ ჩუბინიძე ან თუნდაც ივანიშვილი და წყვეტდეს დღეს გადავკეტოთ თუ არა რუსთაველი. ასე არ შეიძლება. ნორმალურ ქვეყნებში ამაზე არის წესები, არის მითითებული რაოდენობა, შემდგომ შეიძლება ამის გასაჩივრება. მიდიხარ სასამართლოში, არის განხილვები და ა.შ. არაფერი ეს არ გვაქვს. სამართლიანობის შეგრძნება გვაქვს წართმეული, ეს მარტო რუსთაველს არ ეხება. არ არის ადგილი, სადაც ჩვენ სამართალს მოვიპოვებთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მდინარაძე: საგაზაფხულო სესიის პირველი კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია