ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია რაც ბოლო დღეებია ხდება, ეს ყველაფერი ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალის გამოძიებას,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანა დოლიძე აცხადებს, ხელისუფელბა აქციის დასაშლელად „აკრძალულ მეთოდებს“ იყენებს.
“ეს თუ გაგრძელდა, ყველაფერი ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალის გამოძიებას. ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული არის სისტემური და ფართო მასშტაბიანი დანაშაული სამოქალაქო პირების, ჯგუფების მიმართ. რაც გვესმის ბოლო თვეებია, მასობრივი დევნა და დაზიანება, ალყაში მოქცევა, მასობრივი ანგარიშსწორება, გაუფრთხილებლად გაზის დაშენა ათასობით ადამიანზე და ჭყლეტაზე გაწირვა. ეს ყველაფერი არის ამ დანაშაულის ნიშნები. ეს არის დანაშაული რომელიც საერთაშორისო ხასიათისაა და მას ეხება ჰააგის სასამართლო. ამ დანაშაულის მიხედვით ხდება დიქტატორების დევნა – მათ შორის პუტინის, ბაშარ ასადის, სადამ ჰუსეინის. რაც ვნახეთ ბოლო 4 დღეა სწორედ ეს იყო. ეს არის აკრძალული მეთოდები, ამიტომ უნდა შევაგროვოთ მტკიცებულებები. მე მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოვითხოვ საერთაშორისო გამოძიებას“, – წერს ანა დოლიძე.