ანა დოლიძემ კანდიდატ ქვეყნებს შორის სოლიდარობის დეკლარაციის ფარგლებში სერბ პოლიტიკოსთან, ჯორჯე მიკეტიჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა

კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის ინიციატივით, კანდიდატ ქვეყნებს შორის სოლიდარობის დეკლარაციის ფარგლებში, პირველი ონლაინ შეხვედრა სერბ პოლიტიკოსთან, ჯორჯე მიკეტიჩთან გაიმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ და სერბეთს გარკვეული გამოწვევები გვაქვს, ჩვენი გზა არის ერთი, რადგან ვართ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნები. ონლაინ შეხვედრის ფარგლებში ვესაუბრე ოპოზიციონერ პოლიტიკოს, ჯორჯე მიკეტიჩს, რომელმაც მოგვიყვა თუ რა ხდება სერბეთში და რა არის მათი პროტესტის საიდუმლო, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ რა გავითვალისწინოთ და რა არა“, – განაცხადა მ.