ანა ბუჩუკური – ცალსახაა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის ინტერესს შეეხო – „ოცნება“ 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო?

ჩემთვის ძალიან ცალსახა და ცხადია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ს პატიმარია, რადგან მის პერსონალურ ინტერესს შეეხო – „ოცნება“ 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო? – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესია.
„რაც შეეხება ბაჩიაშვილის დაკავების საკითხს, როცა ივანიშვილის პირადი, პერსონალური ინტერესია, რამდენიმე კვირაში მოახერხა და ეს ადამიანი დააკავეს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება მაგალითად ადეიშვილს და „ოცნება“ მოდის და 13 წელია გვეუბნება, რომ „ნაცებს“ ებრძვის, ადეიშვილის დაკავება რატომ ვერ შეძლო? რაც შეეხება ზოგადად ბაჩიაშვილის საქმეს, ჩემთვის ძალიან ცალსახა და ცხადია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, რადგან მის პერსონალურ ინტერესს შეეხო“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
გარდა ამისა, ბუჩუკურმა ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ „მათი პარტია ნამდვილად ემზადება მათ შორის, მუნიციპალური სთვის“.
„არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენი გუნდი რევოლუციონერი არ არის. ბუნებაში ხელისუფლების შეცვლის ორი გზა არსებობს – ერთია დემოკრატიული გზა და ეს არის არჩევნები და მეორე არადემოკრატიული. თუ ის პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები ამბობენ, რომ ბოიკოტს ვუცხადებ, ეს მათი ნებაა, მაგრამ დავსვით კითხვა: ბოიკოტს რომ უცხადებენ, ამის შემდეგ რა გეგმა აქვთ? ამაზე ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ გარდა იმისა, რომ სატელეფონო არჩევნებს ჩაატარებენ, პასუხი ვერ გასცა. თვე-ნახევარია ძალიან ღიად ვამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით. საბოლოოდ რეგისტრაციის ვადა 4 აგვისტოა, მაგრამ ჩვენი პარტია ნამდვილად ემზადება მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვის. სხვა პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ ბოიკოტს აცხადებენ, ვერ პასუხობენ შეკითხვას.
პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი ჩვენი გუნდისთვის N1-ია, ეს საკითხი არჩევნებზე წინ დგას. პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი მანამ არ მოიხსნება დღის წესრიგიდან, სანამ არ შესრულდება. ეს არის ცალკე პროცესი, მაგრამ გვაქვს კონსტიტუციით განსაზღვრული მუნიციპალური არჩევნების საკითხი, რაზეც სხვებისგან განსხვავებით ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ დიახ, ვემზადებით”, – განაცხადა ბუჩუკურმა.