ანა ბუჩუკური – ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ „ოცნების“ პირობებში ქვეყანა ევროპისკენ ვეღარ წავა – ივანიშვილმა და ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს

“ოცნება” ანადგურებს, სრულად ხაზს უსვამს ყველა იმ მონაპოვარს, რომლისთვისაც თავად მიუღწევია, ერთადერთი მიზნით, რომ ნებისმიერ ფასად, რამენაირად, ძალაუფლება გაიხანგრძლივოს – ივანიშვილის პირობებში, “ოცნება” ევროპისკენ ვეღარ და აღარ წაგვიყვანს, ეს გზა თავად ჩაკეტეს, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეზოლუციის თითოეული ჩანაწერი საქართველოს აზიანებს და თითოეულ სიტყვაზე 100%-ით, “ქართული ოცნება” არის პასუხისმგებელი.
“ერთი მხრივ, რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, მაგრამ იქ ძალიან ბევრი მძიმე პოლიტიკური ჩანაწერია. თითოეული ეს ჩანაწერი თქვენ გგონიათ გაქრება? თითოეული ეს ჩანაწერი ჩვენ გვაზიანებს და თითოეულ ამ სიტყვაზე 100%-ით არის “ოცნების” პასუხისმგებლობა. წერტილი. მერე ეს აღსრულდება, თუ როგორ გაგრძელდება, დრო გვიჩვენებს. თეორიულად, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ თვითონ ეს დოკუმენტი, პოლიტიკური განაცხადი ევროპარლამენტის მხრიდან, არის ძალიან მძიმე. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღევანდელი “ოცნების” პირობებში ეს ქვეყანა ევროპისკენ ვეღარ წავა. “ოცნების” ხელისუფლებამ, პერსონალურად ივანიშვილმა და თითოეულმა ამ ადამიანმა ევროპისკენ გზა ჩაკეტეს,” – განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ სთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.