ანა ბუჩუკური – გიორგი გახარია ესაუბრა პრეზიდენტს, ხაზარაძესაც, დღეს 4 საათზე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ჩანიშნული არ ყოფილა – გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოთ

დღეს 4 საათზე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ჩანიშნული არ ყოფილა. გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოთ , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის სახელით განცხადების გამოქვეყნებამდე, გიორგი გახარია ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტს და საც ესაუბრა.
„ჩვენი გუნდის განცხადების გამოქვეყნებამდე, გიორგი გახარია ესაუბრა ქალბატონ პრეზიდენტს.
ასევე, ჩემი თანდასწრებით ტელეფონზე ესაუბრა ბატონ ხაზარაძესაც.
დღეს 4 საათზე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ჩანიშნული არ ყოფილა.
გთხოვთ, სპეკულაციებისგან თავი შეიკავოთ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის დღეს შეთანხმების ხელმოწერისთვის მზად იყო და „არ იცის რა შეიცვალა“.

ასევე დაგაინტერესებთ