ვეტერან ჯარისკაცს, ანატოლი გიგაურს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
მან გიგაურისთვის წარდგენილი მუხლი (სსკ-ის 353 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილი), რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა, გადააკვალიფიცირა მუხლით, რომელიც გულისხმობს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით (სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).
“რაც გინდა გამოცხადდესა, ვხვდებით ამაყად, ტაშით და არ მივცეთ უფლება ბოროტებას გაიმარჯვოს სიკეთეზე”, – ასე მიმართა გიგაურმა დარბაზში სეკრებულებს – მისი ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს სხდომის გახსნამდე.
განაჩენის გამოცხადების დღეს მას ეცვა მაისური, რომელზეც საქართველოს რუკაა გამოსახული.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნაჭყებიამ მას საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლება მისცა, გიგაურმა მოკლედ შეაჯამა პროკურორ თამარ იაკობიძის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებები.
“მინდა ჩემი ბოლო სიტყვა გამოვიყენო იმ გარემოებაზე ყურადღების გასამახვოლებლად, თუ ვინ მოგვიყვანა პროკურორმა მოწმეებად. დავიწყოთ პირველი პოლიციელით – მოვიდა ადამიანი მოვიდა, რომელსაც კითხვა დავუსვი თქვენს წინაშე, რომ ჩემი უფლებები რომ ირღვეოდა და მე შველას ვითხოვდი, თქვენ რას აკეთებდით-მეთქი. ადამიანმა მითხრა, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. თურმე, ადამიანის უფლებები რომ ირღვევა პოლიციელის საქმე არ არის და არის სხვა რაღაც ორგანოები, რომელმაც უნდა გამოიძიოს ეს საქმე – პოლიციელბის დანაშაული. ეს ერთი. მეორე პოლიციელი მოიყვანა, რომელსაც თქვენ წინ ვათქმევინეთ, რომ ის ჩემთან შემხებლობასი არ ყოფილა. რაც კადრებთან შესაბამისოაბში არაა. მოიტყვილა. ასევე მოიყვანა მესამე პოლიციელი, რომელმაც თქვა იგივე – რომ ჩემთან შემხებლობაში არ ყოფილა. მოიტყვილეს. თქვენ წინ და კადრების წინ. ამათი ნდობა არ შეიძლება შემდეგ მოიყვანა გამომძიებელი. გამომძებელმა გითხრათ, რომ გიგაურმა გამოიყენა დუმილის უფლება და შემდეგ, სადღაც 5 წუთის მერე ისეუბრა, რომ თურმე მე მოვუყევუ იმას, როგორ დამიზიანდა ეს, ის … რას მივიღე, როგორ მივიღე დაზიანება ყველაფერი სცოდნია. მოიყვანა მეორე გამომძიებელი, რომელმაც აქ დიდის ამბით გვესაუბრა, რომ ჩაატარა რაღაცა საგამოძიებო მოქმედებები და კადრი, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი მე ხელს მარტყამს, ეს ვერ ნახა. აი, ეს არის ჩვენი ბრალმდებელი. მოიყვანა ვითომ დაზარალებული. დაზარალებული კი არა, მოძალადე, მწამებელი. კაცი, რომელმაც მაწამა და ბორკილებდაებულს თავში მუშტები მირტყა და ტვინის შერყევა დამმართა, იმაზე მეუბნებით დაზარალებულიაო. ამის მერე უნდა ვთქვათ, უნდა ვთქვათ, რომ არებობს სიტყვა სამარტლიანობა?! სამართალი უნდა ახსენოთ და [მითხრათ, რომ] ის არის დაზარაკებული?! მე დამესხა თავს, მეორედაც მე დამესხნენ თავს, მესამედ მე მაწამეს და 9 თვეა ციხეში გყავართ და მე უნდა დამიწყოთ ლაპარაკი სამართალზე?! სად არის სამართალი? აბა ვნახოთ რა სამართალს გამოიტანთ”, – ასე მიმართა მოსამართლე ნაჭყებიას ანატოლი გიგაურმა.
