ანასტასია ზინოვკინა: ეს წერილი დახმარების ძახილია… ციხეში გვკლავენ

“ეს წერილი დახმარების ძახილია” – სინდისის პატიმარი, ანასტასია ზინოვკინა ციხიდან წერილს აქვეყნებს და მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს.

მისი თქმით, მას და ანტონ ჩეჩინს ციხეში კლავენ, მათ არ უწევენ სამედიცინო დახმარებას, რომელიც სჭირდებათ.

ანასტასია ზინოვკინა მოქალაქეებს სთხოვს, დარეკონ ციხეებში, სახალხო დამცველთან, ყველა ინსტანციაში, ჯანდაცვის სამინისტროში, გამოიჩინონ სოლიდარობა და არ მისცენ მათი მოკვლის უფლება.

ეს წერილი დახმარების ძახილია.

მე მქვია ანასტასია ზინოვკინა და ტყვედ ვარ აყვანილი რუსთავში, ქალთა №5 კოლონიაში.

12 სექტემბერს 12:00 საათზე მე და არტემ გრიბულს განაჩენი გამოგვიტანეს. 8 წელი 6 თვე. ისევე, როგორც ანტონ ჩეჩინს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საქმეებში განსხვავებებიცაა, ბევრი საერთოც გვაქვს.

მაგალითად, პოლიცია, ერთმა და იმავე ხალხმა ჩაგვიდო ნარკოტიკი მასაც და ჩვენც.

მაგალითად, “თარჯიმნები”.

მაგალითად, სასჯელაღსრულების სისტემის იგივე ქცევა: ჩვენ არ გვიწევენ სამედიცინო დახმარებას, რომელიც გვჭირდება.

იმის გამო, რომ რუსთაველზე დაზარალებულ ადამიანებს სამედიცინო დახმარებას ჩვენ ვუწევდით.

ციხეში გვკლავენ.

ჩვენთან არ მოდიან ექიმები.

გთხოვთ, დარეკოთ ციხეებში, სადაც ვიმყოფებით, სახალხო დამცველთან, ყველა ინსტანციაში, ჯანდაცვის სამინისტროში.

დარეკეთ, უთხარით ჩვენი გვარები, მოსთხოვეთ პასუხი, თუ რატომ ბედავენ ასე თავხედურად პოლიტიკური პატიმრების მოკვლას.

  • ზინოვკინა ანასტასია
  • არტემ გრიბული
  • ანტონ ჩეჩინი

რეჟიმის ძაღლების თავხედობა გასაოცარია.

გთხოვთ – არ მისცეთ მათ ჩვენი მოკვლის უფლება.

გთხოვთ – გამოიჩინეთ სოლიდარობა.

გთხოვთ – არ დაივიწყოთ პოლიტიკური პატიმრები, დაეხმარეთ ყველა მათგანს ციხეებში საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში,” – წერს ანასტასია ზინოვკინა. 

ცნობისთვის, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.

ს მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა – ზინოვკინა იმასაც ამბობდა, რომ პოლიციელები მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.