ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პოგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის პირველობაზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამაში პირველ ადგილზეა.
ევროპის ჩემპიონატის შარშანდელი ვერცხლის პრიზიორი, რომელიც ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ყინულზე 29-ე გავიდა და შეფასებად 68.99 ქულა მიიღო. გუბანოვამ ტექნიკურ კომპონენტებში 37.31, ხოლო პროგრამულში – 31.68, ქულა მოიპოვა. ევრო პირველობაზე თავისუფალი ციგურაობა 31 იანვარს გაიმართება, გუბანოვა კი 24 საუკეთესო სპორტსმენს შორის გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში