ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

ლიეტუვას ქალაქ კაუნასში გამართულ ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე, ანასტასია გუბანოვამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გასული წლის ევროპის ჩემპიონმა, თავისუფალ პროგრამაში 137.56 ქულა მოიპოვა ჯამში კი 202.52 ქულა დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მეტელკინა-ბერულავამ წყვილთა თანრიგში ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატი ლიეტუვის ქალაქ კაუნასში 10 იანვარს დაიწყო და 14 იანვარს დასრულდება.