ანანო ბაკურაძე: მოქალაქემ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გააწნა სილა. 4 თვე იჯდა ციხეში

ანანო ბაკურაძე, ჟურნალისტი:
მოქალაქე დამიენ ტარელმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გააწნა სილა. 4 თვე იჯდა ციხეში.
პრეზიდენტს, საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის პრეზიდენტს. ჟურნალისტმა არა, მოქალაქემ, რომელსაც წინაპირობაც არ ჰქონია, როგორც მზია ამაღლობელს.
4 თვე გაატარა ციხეში.
8 თვეა მზია ამაღლობელი იხდის არ არსებულ სასჯელს. და 2 წელი მიუსაჯეს რისთვის?!
კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ტარელმა საფრანგეთის პრეზიდენტს უაპელაციოდ გაარტყა სილა.
მაკრონს არ უთქვამს რომ ეტკინა. ან ლოყა აუწითლდა. არც უცდიათ სისხლის სამართლის კანონით შეეტენათ მოქალაქე ციხეში.
პრეზიდენტს. პრეზიდენტს, რომელსაც არ უგინებია და არ უფურთხებია მოქალაქისთვის.