ანანიძის ყოფილ თანაგუნდელს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – რუსული მხარე ექსტრადირებაზე უარს ამბობს

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ქვინსი პრომესს, რუსულმა სასამართლომ ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილეობისთვის 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ვესლი მეიერი საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.
პრომესს ბრალად 1,362 კილოგრამი კოკაინის ანტვერპენის აეროპორტში შეტანა ედება.
ჟურნალისტის ცნობით, ნიდერლანდური მხარე პრომესის ექსტრადაციას ითხოვს, რაზეც უარს აცხადებს.
შეგახსენებთ, პრომესმა კარიერა 2002 წელს “აიაქსის” აკადემიაში დაიწყო, 2009/2012 წლებში კი “ტვენტეს” ღირსებას იცავდა, 2014 წელს 11.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ “სპარტაკში” გადაბარგდა, სადაც არაერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა და რუსული კლუბისთვის სარეკორდო 20 მილიონ ევროდ “სევილიაში” გადაბარგდა.
“აიაქსში” წარუმატებელი დაბრუნების შემდეგ კი კვლავ “სპარტაკს” მიაშურა.
პრომესი ნიდერლანდების ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში