ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ქვინსი პრომესს რუსულმა სასამართლომ ნარკოტიკების კონტრაბანდაში მონაწილეობისთვის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ვესლი მეიერი საკუთარ ტვიტერის გვერდზე ავრცელებს.
პრომესს ბრალად 1,362 კილოგრამი კოკაინის ანტვერპენის აეროპორტში შეტანა ედება.
ჟურნალისტის ცნობით, ნიდერლანდური მხარე პრომესის ექსტრადაციას ითხოვს, რაზეც რუსეთი უარს აცხადებს.
შეგახსენებთ, პრომესმა კარიერა 2002 წელს “აიაქსის” აკადემიაში დაიწყო, 2009/2012 წლებში კი “ტვენტეს” ღირსებას იცავდა, 2014 წელს 11.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ “სპარტაკში” გადაბარგდა, სადაც არაერთი გამორჩეული სეზონი ჩაატარა და რუსული კლუბისთვის სარეკორდო 20 მილიონ ევროდ “სევილიაში”
გადაბარგდა. “აიაქსში” წარუმატებელი დაბრუნების შემდეგ კი კვლავ “სპარტაკს” მიაშურა.
პრომესი ნიდერლანდების ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა.