ანალენა ბერბოკმა კობურგის პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა 58 წლის მამაკაცის წინააღმდეგ, რომელმაც ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, “ნაცების” ტელეეთერებში მოუბარ “დაჩაგრულ-დევნილთა” რეაქცია მაინტერესებს – გერმანიაც “გაჩელიაბინსკდა”?

ანალენა ბერბოკმა კობურგის პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა 58 წლის მამაკაცის წინააღმდეგ, რომელმაც ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, “ნაცების” ტელეეთერებში მოუბარ “დაჩაგრულ-დევნილთა” რეაქცია მაინტერესებს – გერმანიაც “გაჩელიაბინსკდა”?
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამაკაცს, რომელმაც ანალენა ბერბოკს “მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი” უწოდა, გერმანიის სასამართლომ 9600 ევროს გადახდა დააკისრა. იგი ინტერესდება “ნაცების” ტელეეთერებში მოსაუბრე “დაჩაგრული” ადამიანების რეაქციით, თვლიან თუ არა, რომ გერმანიაც “გაჩელიაბინსკდა”.
“უსაშველო “ნაცების” ტელეეთერებში მოუბარ “დაჩაგრულ-დევნილ” ჩლუნგთა რეაქცია მაინტერესებს – გერმანიაც “გაჩელიაბინსკდა”? სრულიად სამართლიანია, რომ რადიკალთა ნებისმიერ სპიკერს უწოდო პრეტენზიული უმეცარი. ანალენა ბერბოკმა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, კობურგის პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა 58 წლის მამაკაცის წინააღმდეგ. საჩივრის თანახმად, ზემო ფრანკონიის წარმომადგენელმა სოციალურ მედია პლატფორმაზე „X“, “მწვანეების” წარმომადგენელ ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა.” – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია