ანალენა ბერბოკი – საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება

საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ ისარგებლოს ამ ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ავრცელებს.
“ევროპის თავისუფლების კავშირი კანონის უზენაესობაზეა აშენებული. და ხალხი თბილისში ქუჩებში გამოდის ამისთვის. საქართველოს მთავრობაზე დამოკიდებული, რომ ისარგებლოს ამ ისტორიული შესაძლებლობით, რომელსაც ევროპა სთავაზობს, კანონების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება”, – ნათქვამია ბერბოკის განცხადებაში, რომელსაც ის „ტვიტერზე“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს