ანალენა ბერბოკი – პუტინის რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის – უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ბალტიის ქვეყნები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გერმანიაში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით -სთან მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისა და მისი ბალტიისპირელი პარტნიორების დასაცავად.
„პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში. უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები ამისგან, მათ შორის, შეკავების საშუალებების გაძლიერებით“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მისი განმარტებით, ნებისმიერი სხვაგვარი საქციელი იქნება „არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ გულუბრყვილო ქმედება ცივსისხლიანი კრემლის წინაშე“.
ანალენა ბრბოკის თქმით, ბერლინს მოსკოვთან განსხვავებული ურთიერთობა სურს, მაგრამ პუტინის ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის. ბოლო წლებში კრემლმა გაანადგურა შეიარაღებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და გაანადგურა პან-ევროპული მშვიდობის არქიტექტურა.
„ამით მოსკოვი ჩვენს შეშინებას, ზეწოლას და ჩვენი საზოგადოების გაყოფას ცდილობს“, – დასძინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გერმანიაში 2026 წლიდან პერიოდულად განთავსდება. ამ ნაბიჯის საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთს „საკმარისი პოტენციალი აქვს ამ რაკეტების შესაჩერებლად“.

ასევე დაგაინტერესებთ