ანალენა ბერბოკი – ისრაელმა უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლები უნდა გაათავისუფლოს

ისრაელმა უნდა შეასრულოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, „ჰამასმა“ დარჩენილი მძევლები უნდა გაათავისუფლოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
„მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მთავარ საკითხზე არ მიუღია გადაწყვეტილება, არამედ დროებითი სამართლებრივი დაცვის პროცესში დროებითი ზომები მიიღო.
ამავდროულად, სასამართლომ ნათელი გახადა, რომ ღაზაში ს ქმედებები 7 ოქტომბრის ბარბაროსულ თავდასხმას მოყვა, და შეგვახსენა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი „ჰამასზეც“ ვრცელდება და მან საბოლოოდ ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს. ამას მთელი ჩვენი ძალით დავუჭერთ მხარს, ისევე როგორც ისრაელის მიმართ ზომას, რომ სასწრაფოდ დაუშვას ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარება”, – განაცხადა ბერბოკმა.

ასევე დაგაინტერესებთ