ანალენა ბერბოკი – ევროპის გულში რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირმა არ შეიძლება რაიმე ნაცრისფერი ზონები დაუშვას, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, აუცილებელი რეფორმები უნდა გატარდეს

ევროპის გულში ს იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირმა არ შეიძლება რაიმე ნაცრისფერი ზონები დაუშვას, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სლოვენიაში ვიზიტის წინ განაცხადა.
„მსოფლიოში, სადაც ევროპის უშუალო სამეზობლო კრიზისებითა და კონფლიქტებითაა მოცული, გვჭირდება ევროკავშირი, რომელიც იმოქმედებს სწრაფად და გადამწყვეტად და ყველა ჩვენგანისთვის ევროპაში უსაფრთხოების საყრდენის როლს შეასრულებს. გერმანია და სლოვენია გაერთიანებული არიან ჩვენი საერთო ევროპის გაძლიერების, მომავალთან შესაბამისობაში მოყვანის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩვენთან გაერთიანების მიზნით“, – აღნიშნა ბერბოკმა.
მისი თქმით, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკის ინტერესებშია.
„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მთლიანად და აბსოლუტურად ეკუთვნიან ევროკავშირს. ეს არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ეს არის ჩვენი პირადი უსაფრთხოების ინტერესებში – ლიუბლიანაში, ბერლინში და მთელ ევროპაში. იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს, იმ ქვეყნებში, რომლებსაც სურთ ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ, აუცილებელი რეფორმების განხორციელება უნდა დასრულდეს. ამავდროულად, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს თავისი სიტყვა და გადადგას შემდგომი ნაბიჯები გაფართოების პროცესში, მას შემდეგ, რაც პირობები შესრულდება. ევროპის გულში რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირმა არ შეიძლება რაიმე ნაცრისფერი ზონები დაუშვას. სლოვენიასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის რეფორმაზე, რათა შევადგინოთ გზა გაფართოებული ევროკავშირისთვის. გაფართოების პოლიტიკასა და ევროკავშირის შიდა რეფორმებზე პროგრესი ერთდროულად უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!