ანალენა ბერბოკი – გერმანიაში -ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგება რუსეთის საიმედოდ შეკავების საშუალებაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანიაში -ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება.
„იმედის პრინციპი არ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან“, – წერს ის გამოცემა Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებულ კომენტარში.
ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს ფარგლებში, ასევე ეროვნულ დონეზე და ეს ზომები მოიცავს გადაწყვეტილებას გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის განლაგების შესახებ.
მინისტრის განმარტებით, გერმანიას სჭირდება საიმედო შეკავების პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამგვარმა ნაბიჯებმა ასევე უნდა დაიცვას გერმანიის პარტნიორები პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ფინეთი, „რომლებიც პირდაპირ ესაზღვრებიან რუსეთს და ბოლო თვეების განმავლობაში ჰიბრიდული ზომების ფეთქებადი ეფექტი განიცადეს“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ