ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს

გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, 167 ხმა მიიღო.
ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 9 სექტემბერს დაიკავებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ერთი წლით უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება