ანალენა ბერბოკი ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე – გერმანიის მთავრობა ემორჩილება კანონს, კანონზე მაღლა არავინ დგას

ისრაელის პრემიერ-მინისტრი , შესაძლოა, დააპატიმრონ, თუ ის გერმანიაში ჩავა, – გამოცემა DPA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა განაცხადა.
„გერმანიის მთავრობა ემორჩილება კანონს, რადგან არავინ დგას კანონზე მაღლა“, – აღნიშნა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასული კვირის ხუთშაბათს ს პრემიერ-მინისტრისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრებების ორდერი გასცა ომისა და კაცობრიობის წინაშე მათ მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამო. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მონაწილე სახელმწიფოები, მათ შორის გერმანია, ვალდებულები არიან სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი აღასრულონ.