სსიპ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს, გამარტივებული წესით, უტენდეროდ საკონსულტაციო და იურიდიულ კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმება მიმდინარე წელსაც, შეეძლება, – ინფორმაცია საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 იანვრის განკარგულებაში გამოქვეყნდა.
განკარგულების თანახმად, კერძო ინვესტორის შერჩევის და სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის განსაზღვრის იურიდიული საკითხების გამარტივებული წესით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულებებს 2026 წელსაც გახანგრძლივებაზე.
ცნობისთვის, აღნიშნული მომსახურებისთვის სსიპ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს უკვე წლებია გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები კომპანია MARITIME & TRANSPORT BUSINESS SOLUTIONS B.V. (MTBS)-თან, PORT CONSULTANT ROTTERDAM B.V.-თან და იურიდიულ ფირმა Squire Patton Boggs-თან.



